საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია მიიღო. თეა წულუკიანმა სახელწიფო მდივნის თანაშემწე სკოტ ბოსისთან შეხვედრაზე სამართლებრივ სფეროში მიმდინარე რეფორმები განიხილა.
მინისტრის განცხადებით ღია მმართველობა-საქართველოს ფორუმი მთავრობისთვის სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მექანიზმია. შეხვედრას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ამერიკის ელჩი საქართველოში, იან კელიც, ესწრებოდა.