20 აპრილი 2024,   16:02
ვრცლად
თელავში სავარაუდოდ ადრე ქრისტიანული ხანის სამარხებსა და ადამიანის ძვლებს მიაკვლიეს

თელავში, კავკასიონის ქუჩის მიმდებარედ სამარხებსა და ადამიანის ძვლებს მიაკვლიეს. სამარხები სამშენებლო კომპანია უტას თანამშრომლებმა იმ დროს ნახეს, როცა სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის საძირკველს თხრიდნენ. მათი ინფორმაციით, მიწაში ადამიანის თავის ქალა და ე.წ. ქვახუფის ტიპის სამარხი გამოჩნდა, რის გამოც მუშაობა შეაჩერეს და ინფორმაცია შესაბამის უწყებებს მიაწოდეს.

ადგილზე არქეოლოგი ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი ჩავიდა. მისი თქმით, სამარხების წინასწარი დათვალიერება მოხდა და იგი სავარაუდოდ, ადრე ქრისტიანული ხანის უნდა იყოს. არქეოლოგები გათხრის სამუშაოებს უახლოეს ხანში დაიწყებენ.

დღის ამბები