24 აპრილი 2024,   14:28
ვრცლად
მთავარი აუდიტორის ადგილი ივლისში თავისუფლდება - ამ ეტაპზე მმართველ გუნდში ნარმანიას კანდიდატურა განიხილება

ქალაქის მერის ახალ თანამდებობაზე, სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელად, დანიშვნა ქართულ ოცნებაში აქტიურად განიხილება. გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც დავით ნარმანიამ შესაძლოა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტი ჩაიბაროს, დედაქალაქის მერი თავადაც არ გამორიცხავს.

ფარცხალაძის სკანდალის გარდა, თბილისის მერს ოპოზიცია არაერთ გახმაურებულ საქმეს ახსენებს, რომლის შესახებაც მასალები მთავარ საგამოძიებო უწყებაშია გადაგზავნილი. აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელად დავით ნარმანიას დანიშვნის შემთხვევაში ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ არცერთი ეს საქმე შესწავლილი არ იქნება, რადგან მათი თქმით, მთავარი დამნაშავე სწორედ ნარმანიაა.

არასამთავრობო სექტორში დავით ნარმანიას დანიშვნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არასერიოზულად მიაჩნიათ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამდებობაზე ყოფნის ვადა ლაშა თორდიას ივლისში ეწურება. ახალი კანდიდატი მთავრობის წარდგენით საქართველოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები