19 აპრილი 2024,   09:22
ვრცლად
თბილისის მერობის სავარაუდო კანდიდატები - რამდენიმე კვირა კანდიდატების და პროგრამების წარდგენამდე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისის მერობის კანდიდატს და თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო საარჩევნო პროგრამას სამ კვირაში წარადგენს, თუმცა მანამდე ოპოზიციურმა პარტიამ პროგრამის სამუშაო ვერსია დედაქალაქის მოსახლეობას გააცნო. ნაციონალური მოძრაობის პრიორიტეტებს შორის, ისტორიულ უბნებში მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობის აკრძალვა, ოჯახებისთვის ყოველ ახალშობილზე 1000 ლარიანი ვაუჩერის გაცემა, სამუშაო ადგილების შექმნა, ეკოლოგია და სოციალური პროგრამები მოხვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროპული საქართველოდან თბილისის მერის პოსტზე ელენე ხოშტარიას დაასახელებს. პარტია საბოლოო გადაწყვეტილებას და საარჩევნო პროგრამას 27 მაისის ყრილობაზე წარადგენს.

დედაქალაქის მერის პოსტისთვის სავარაუდოდ, დამოუკიდებლად იბრძოლებს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი. ალეკო ელისაშვილს არჩევნებში მონაწილეობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.

არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს სავარაუდოდ პოლიტიკური მხარდაჭერაც ექნება.

თბილისის მერობის კანდიდატი ამ დრომდე არ წარუდგენია მმართველ გუნდსაც. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა მმართველმა გუნდმა თბილისის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე წარადგინოს.

დღის ამბები