20 აპრილი 2024,   05:54
ვრცლად
ბერლინში კონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიის წევრებთან და ექსპერტებთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილა

„როგორიც არის ქვეყანაში კონსტიტუცია, ისეთია პოლიტიკური სისტემა, პოლიტიკური პროცესები, რაც ქართულმა გამოცდილებამაც ძალიან კარგად დაგვანახა,“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, ბერლინში, კონფერენციაზე გააკეთა, სადაც კონსტიტუციურ პროექტზე მსჯელობენ.

ირაკლი კობახიძე და პარლამენტის წევრები, ვენეციის კომისიის მდივანი, თომას მარკერტი, და ექსპერტები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ.

თომას მაიერმა განაცხადა, რომ ორმაგად საამაყოა, როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას გერმანული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ხელმძღვანელობს.

გერმანიის ფედერალური თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების ფედერალური სამინისტროს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის უფროსმა, დირკ შატშნაიდერმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ, მოკლე პერიოდში, საკმაოდ შთამბეჭდავი სამუშაო შეასრულა. 

დღის ამბები