19 აპრილი 2024,   16:12
ვრცლად
აუდიტის დასკვნა - ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები დღეს პრესკონფერეციის გამართვას აპირებენ

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები დღეს პრესკონფერეციის გამართვას აპირებენ, სადაც დეტალურად ისაუბრებენ აუდიტის დასკვნაზე. მათი მტკიცებით, აუდიტის სამსახური ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც აცხადებენ, ნაკვეთების გაცვლა ფარცხალაძის გამოჩენამდე იყო შეთანხმებული ძველ მესაკუთრესთან, ფასთა შორის სხვაობა კი მოგვიანებით, ყოფილი მთავარი პროკურორის კომპანიამ დაფარა. ადვოკატის თქმით, მათ ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც აქვთ.

 

"დღეს იმის მტკიცება, რომ ოთარ ფარცხალაძე რომ არა, კომპანია არ ან ვერ მიიღებდა აღნიშნული მიწის ნაკვეთს, ეს არის აბსურდული განცხადება," - აცხადებს გაგი მოსიაშვილი. 

 

სახელწმიფო უადიტის სამსახურში კი აცხადებენ, რომ მოძიებული დოკუმენტაციის მიხედვით, კვლავ ჩნდება ეჭვები ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის პრივილეგირების და მისი კომპანიისთვის ხუთმაგი ოდენობის თანხის გადახდის შესახებ. უწყებამ დოკუმენტაცია უკვე გადაუგზავნა პროკურატურას.

"მთელი ეს ქრონოლოგია და პროცესები, რაც ჩვენ შევისწავლეთ, ამტკიცებს, რომ სახელმწიფომ დაახლოებით 5-ჯერ მეტი თანხა გადაუხადა კომპენსაციის სახით იმ კომპანიას, რომლის მესაკუთრეც ჯერ 40%-იანი და შემდეგ 100%-ის წილის მფლობელი იყო ოთარ ფარცხალაძე. გარდა ამისა, ვხედავთ გარკვეული ფინანსური უპირატესობების და პრივილეგიების შექმნას ამ პიროვნების მიმართ," - განაცხადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის პირველმა მოადგილემ, ნინო ლომჯარიამ. 

დღის ამბები