საქართველოში ვიზიტად მყოფ თურქეთის პრემიერმინისტრს დღეს გიორგი კვირიკაშვილი მიიღებს. მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. პრემიერმინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს სხდომაა დაგეგმილი.
ხელი მოეწერება დოკუმენტებს, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ბინალი ილდირიმს საქართველოს პრემიერმინისტრი ოფიციალურ სადილზეც უმასპინძლებს.
ვიზიტის ფარგლებში, ის საქართველოს პრეზიდენტსაც შეხვდება. თურქეთის პრემიერმინისტრი თბილისში გუშინ საღამოს ჩამოვიდა.