20 აპრილი 2024,   15:04
ვრცლად
უფასო სასადილოებში გამოაშკარავებული სავარუდო კორუფციული სქემა - საქმეზე "ახალი საქართველოს" წევრი დაკითხეს

უფასო სასადილოებში გამოაშკარავებულ სავარუდო კორუფციულ სქემაზე ერთი საათის განმავლობაში იკითხებოდა პროკურატურაში სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს წევრი თეონა ჭალიძე.

მან გამომძიებლებს იმ დარღვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც მისი თქმით, სამთვიანი მონიტორინგის შედეგად, უფასო სასადილოებში გამოვლინდა.

ამ საქმეზე რამდენიმე დღის წინ პარტიის ლიდერი გიორგი ვაშაძეც დაიკითხა.

დღის ამბები