25 აპრილი 2024,   17:19
ვრცლად
ივანიშვილის დავალებით დაწყებული პროცესი - ოპოზიცია თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმებას აპროტესტებს

თვითმმართველობის რეფორმას აპროტესტებენ და საქართველოს პრეზიდენტს არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებენ ოპოზიციაში. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ეს ვითარების შესაცვლელად და თვითმმართველი ქალაქების შესანარჩუნებლად ერთადერთი გზაა.

„ერთადერთი, რასაც შეუძლია შეაჩეროს ის პროცესი, რომელიც დაწყო ბიძინა ივანიშვილის დავალებით და ამას ასრულებენ ადგილობრივი საკრებულოები, მხოლოდ შესაძლებელია იმით, რომ პრეზიდენტმა მიიღოს გადაწყვეტილება, დანიშნოს ადგილობრივი არჩევნები, რომელიც უკვე ხელს შეუშლის ამ გადაწყვეტილების აღსრულებას,“ - აცხადებს გიორგი ბოტკოველი.

რეგიონებში მიმდინარე პროცესებს უკანონოს უწოდებენ ევროპულ საქართველოშიც. პარტიაში ამბობენ, რომ რეფორმის უკან ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი დგას.

ოპოზიციის ბრალდებებს არ ეთანხმება და უსაფუძვლოს უწოდებს საპარლამენტო ოპოზიცია. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ თვითმმართველი ქალაქების საკრებულოები გადაწყვეტილებას, სტატუსის გაუქმების შესახებ, ყოველგვარი გავლენის გარეშე იღებენ.

„თვითმმართველობები თვითონ წყვეტენ, ამიტომ პარლამენტი მათ საქმიანობაში არ ერევა და არ არის სწორი, რომ ჩვენ ჩავერიოთ მათ წესში. რაც შეეხება ჩვენს ხედვას თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით, ამაზე ჩვენ გვექნება ჩამოყალიბებული პოზიცია ასევე რამდენიმე ხანში,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები