25 აპრილი 2024,   02:11
ვრცლად
ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში გერმანიის მოქალაქე დააკავეს

ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ ფიჩორში გერმანიის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას რუსეთის სასაზღვრო სამმართველო ავრცელებს.

მათი თქმით, გერმანიის მოქალაქემ განმარტა, რომ ის საფეხმავლო ტურიზმით არის დაკავებული და არ იყო ინფორმირებული ოკუპირებული აფხაზეთის საზღვრის შესახებ. გერმანიის დაკავებული მოქალაქე სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის შესაბამის ორგანოებს გადასცეს.

რუსეთის სასაზღვრო პოლიცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვარს 2009 წლიდან ვლადიმერ პუტინის განკარგულებით აკონტროლებს.

დღის ამბები