19 აპრილი 2024,   05:17
ვრცლად
დონალდ ტრამპის ვიზიტი ისრაელში და საპროტესტო აქციები

საპროტესტო აქციების ფონზე დაიწყო დონალდ ტრამპის ვიზიტი ისრაელში. ის უკვე შეხვდა ისრაელის პრემიერს ბენიამინ ნეთანიაჰუს და პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს, ისრაელ-პალესტინას შორის სამშვიდობო შეთანხმების შესასრულებლად.

პრემიერმა ნეთანიაჰუმ კი, შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პირველად აქვს ცვლილების იმედი და მიიჩნევს, რომ არაბი ლიდერებიც შეიტანენ თავის წვლილს რეალური მშვიდობის მიღწევაში.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტს ღაზის სექტორსა და თელავივში ამერიკის საელჩოსთან შეკრებილები აპროტესტებდნენ. ისინი გარემოს, გლობალური პოლიტიკისა და ქალთა უფლებების მიმართულებით დონალდ ტრამპის კურსს ეწინააღმდეგებიან.

დღის ამბები