25 აპრილი 2024,   14:04
ვრცლად
ევროკავშირის წევრი ქვეყნის წარმომადგენლები და ბრიტანეთის პრემიერი ბრექსითის პროცესზე შეხვედრას გამართავენ

დღეს ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის წარმომადგენლები და ბრიტანეთის პრემიერი ბრექსითის პროცესზე პირველ სამუშაო შეხვედრას გამართავენ. ევროკავშირი მზადაა ბრექსითისთვის - ამის შესახებ შეხვედრამდე მიშელ ბარნი აცხადებს, რომელიც მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირის წარმომადგენლად აირჩიეს.

მოლაპარაკებების ეტაპი დიდ ბრიტანეთთან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყება, რომელიც 8 ივნისს არის დაგეგმილი.

ბრექსითის ისტორიული რეფერენდუმის ერთი წლის თავზე კი, ევროპის საბჭოს პროცესის მიმდინარეობის შესახებ პირველი ანგარიში წარედგინება. 

დღის ამბები