25 აპრილი 2024,   20:46
ვრცლად
"ფარცხალაძის გავლენები საგამოძიებო უწყებაზე" - არასამთავრობოები დამოუკიდებელი გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს სამოქალაქო სექტორი. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს საგამოძიებო უწყებებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, რაც გამოძიების ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

„გამომდინარე იქიდან, რა გავლენები აქვს ბატონ ფარცხალაძეს საგამოძიებო უწყებებზე, მიზანშეწონილი იქნება სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნა, გამოძიების ობიექტურობის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა მიგვაჩნია, რომ შს სამინისტროს მოქმედებები არ არის მიმართული იქითკენ, რომ ობიექტური სინამდვილე დადგინდეს და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ის დასკვნა, რომელიც გამოქვეყნდა, გადაიფაროს,“ - განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს წარმომადგენელმა გიორგი გვილავამ.

არასამთავრობოებს კითხვები აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც. კონკრეტულად, რატომ გაასაჯაროვა უწყებამ ღამის კლუბ ელ ცენტროში სათვალთვალო კამერით გადაღებული დაპირისპირების კადრები დაგვიანებით და რატომ არ იყო დაკითხული გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფარცხალაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები