25 აპრილი 2024,   12:05
ვრცლად
რუსთავში მიკროსაფინანსო კომპანია "ლენდო" დააყაჩაღეს

ყაჩაღობა რუსთავში - იარაღის მუქარით მიკროსაფინანსო კომპანია ლენდო დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით დაახლოებით 10:00 საათისთვის მოხდა. წინასწარი ცნობით, თავდამსხმელმა მიკროსაფინანსო კომპანიიდან 10 000 ლარის წაღება შეძლო. 

ყაჩაღობის ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც რუსთავი 2-ს უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

უწყებაში არ აკონკრეტებენ, არის თუ არა დაკავებული დამნაშავე. შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

დღის ამბები