25 აპრილი 2024,   11:31
ვრცლად
თურქეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს - ბინალი ილდირიმისა და კვირიკაშვილის შეხვედრა

თურქეთის პრემიერმინისტრმა, ბინალი ილიდირმა საქართველოს პრემიერმინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.

პრემიერებმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი გახლავთ უმნიშვნელოვანესი დატვირთვის მქონე სტრატეგიული პროექტი, რომელიც აშკარად გასცდა უკვე რეგიონულ მნიშვნელობას. პროექტი მიმდინარეობს შეფერხებების გარეშე და დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს ჩვენ უკვე მოვახერხებთ, რომ ცალმხრივ რეჟიმში გავხსნათ ეს პროექტი,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სარკინიგზო პროექტი სავარაუდოდ წლის ბოლომდე დასრულდება. თურქეთის პრემიერის თქმით, ეს რკინიგზა რეგიონს შორეულ აღმოსავლეთთან და ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს.

„თბილისი-ბაქო-ყარსის პროექტი ფაქტობრივად საბოლოო ეტაპს მიუახლოვდა. პროექტის დასაწყისიდანვე მე პირადად ვიყავი ჩართული მის რეალიზაციაში და კმაყოფილებით აღვნიშნავს, რომ პროექტი საბოლოო ფაზას უახლოვდება. ჩემი კოლეგაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ პროექტს, და იგი აქტიურად იყო ჩართული მინისტრობის დროსაც. ჩვენ ვახორციელებთ კავკასიის სამმხრივ პროექტს, რომელიც დაგვაკავშირებს ცენტრალურ აზიასთან, შორეულ აღმოსავლეთთან. ეს კავშირი ფაქტობრივად მიგვიყვანს ლონდონამდე და მოხდება ისტორიული აბრეშუმის გზის პროექტის უფრო ინტენსიფიკაცია, რაც რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია,“ - განაცხადა ბინალი ილიდირმა.

დღის ამბები