25 აპრილი 2024,   16:45
ვრცლად
ლონდონის ტერაქტთან კავშირის ბრალდებით, პოლიციამ 23 წლის კაცი დააკავა

ლონდონის ტერაქტთან კავშირის ბრალდებით, პოლიციამ 23 წლის კაცი დააკავა. 

ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დაკავება მანჩესტერის სამხრეთ ნაწილში მოხდა.  

სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. 

შეგახსენებთ, რომ სტადიონზე გუშინ, გვიან ღამით, არიანა გრანდეს კონცერტის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. 

გარდაცვლილებს შორის არის 18 წლის სტუდენტი გოგონა, რომელიც ამერიკელი ვარსკვლავის კონცერტს ესწრებოდა.

დიდ ბრიტანეთში გუშინ ყველაზე საზარელი ტერორისტული თავდასხმა მოხდა, 2005 წლის 7 ივლისის აფეთქებების შემდეგ, რომელმაც 52 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ უკვე აიღო.

 

ფოტოების სანახავად გადადით ბმულზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები