19 აპრილი 2024,   08:35
ვრცლად
თბილისის მერიის მაღალჩინოსნებმა, სავარაუდო კორუფციული გზით, 5 მილიონ ლარამდე მიითვისეს - ახალი საქართველო

სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოს წარმომადგენლების განცხადებით, თბილისის მერიის მაღალჩინოსნებმა, სავარაუდო კორუფციული გზით, 5 მილიონ ლარამდე მიითვისეს.

საუბარია მეტროს ვაგონების შეკეთებაზე, რომლისთვისაც მერიამ უკვე დახარჯა 10 მილიონ ლარამდე, თუმცა ახალი საქართველოს წარმომადგენლებმა დღეს კონფიდენციალური წყაროს მიერ მოწოდებული დოკუმენტაცია გაასაჯაროვეს, საიდანაც ირკვევა, რომ ჩატარებული სამუშაოების რეალური ხარჯთაღრიცხვა 5 მილიონ ლარს არ აღემატება.

„კონფიდენციალურმა წყარომ მოგვაწოდა ექსელის ფაილები, სადაც კონკრეტულად არის მითითებული, თუ რა არის რეალური ღირებულება იმ შეკეთებული ვაგონების, როლითაც ასე იწონებს თავს ქალაქ თბილისის მერია. ექსელის ფაილებიდან ირკვევა, რომ ამ ორი ხელშეკრულები ჯამური ღირებულება, რაშიც მერიამ გადაიხადა 7 მილიონ 499 ათასი ლარი,  რეალურად არის, 3 მილიონ 100 ათასი ლარი. 5 მილიონზე მეტი ლარი მათ ჩაიდეს ჯიბეში,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ბრლადებებს უარყოფენ მერიაშიც და ვაგონშემკეთებელ ქარხანაშიც. მათი თქმით, დოკუმენტაციის შემოწმება ყველა დაინტერესებულ პირს შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე შეუძლია.

„საუბარი იმაზე, რომ, თითქოს, ვინმეს მიერ ამ საერთაშორისო ტენდერში რაიმე გადაცდომას აქვს ადგილი, ან რაიმე თანხების ზედმეტად დარიცხვას, ეს არის აბსოლუტური ტყუილი,“ - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ.

დღის ამბები