18 აპრილი 2024,   15:54
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმე - დეკანოზი საეკლესიო სასამართლოს შექმნას ითხოვს

ციანიდის საქმეზე ბრალდებული საეკლესიო სასამართლოს შექმნას ითხოვს და მის საქმესთან ერთად იმ მღვდელმთავრების საკითხის განხილვასაც ელოდება, რომლებიც ბიზნეს და სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან. საპატრიარქოს იურისტის საჯარო განცხადებების საპასუხოდ, დეკანოზის ადვოკატები სარჩელს ამზადებენ.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, შპს-ს, რომლის დამფუძნებელიც მამა გიორგი მამალაძე იყო, სამეწარმეო საქმიანობას არასდროს აწარმოებდა და საჯაროდ გაკეთებული განცხადებები დეკანოზის სახელის დისკრედიტაციას ემსახურება.

საპატრიარქოს იურისტის განცხადებით, დოკუმენტაცია, რომელიც, მისი თქმით, ადასტურებს მამალაძეს სამეწარმეო საქმიანობას და საკუთარ შპს-ში 50 მილიონ ევრომდე თანხის გადარიცხვას, დეკანოზის სამუშაო კაბინეტში აღმოაჩინეს.

ადვოკატების განცხადებით, შპს-ში გრანტის ჩარიცხვის შემთხვევაში, სოკოლისა და საავადმყოფოს რეაბილიტაცია უნდა მომხდარიყო, თუმცა ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში არაფერი იციან.

დეკანოზ გიორგი მამალაძის სკანდალური ბრალდების არსებითი განხილვა 30 მაისს გაგრძელდება. დაესწრება თუ არა დეკანოზი სხდომას, უცნობია. 19 მაისის განხილვა მან პროტესტის ნიშნად დატოვა და ადვოკატებსაც სხდომის დატოვებისკენ მოუწოდა. 

დღის ამბები