19 აპრილი 2024,   18:46
ვრცლად
ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ახალ ელჩად მარატ კულახმეტოვი დაინიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩად მარატ კულახმეტოვი დანიშნა. შესაბამისი განკარგულება კრემლში დღეს გაფორმდა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი მარატ კულახმეტოვი 2004 წლის ოქტომბრიდან ცხინვალის რეგიონში ე.წ. სამშვიდობო კონტინგენტის მეთაური იყო და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს პირადად ხელმძღვანელობდა რუსულ შენაერთებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების ინფორმაციით, კულახმეტოვი ბოლო წლებში სერგეი ლავროვის მრჩევლად მუშაობდა და მეორე რანგის ატაშეს წოდება ჰქონდა.

გენერალი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ელჩის თანამდებობაზე ელბრუს კარგიევს შეცვლის. 

დღის ამბები