16 აპრილი 2024,   08:28
ვრცლად
ხელისუფლებას ზუგდიდში ეშინოდა სამოქალაქო საზოგადოების რეაქციის - ზუგდიდის საკრებულოს წევრი ენმ-დან თვითმმართველი ქალაქების გაუქმებაზე

ზუგდიდი საკრებულოს წევრი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანი წითლიძე, ზუგდიდის საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს.

გუშინ ზუგდიდის საკრებულომ თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას მხარი დაუჭირა.

არჩევანის ეთერში ანა წითლიძემ აღნიშნა, რომ საკრებულოს სხდომა მომდევნო დღეს იყო ჩანიშნული, თუმცა რამდენიმე საათით ადრე გახდა ცნობილი სხდომის შესახებ.

„იმიტომ, რომ ხელისუფლებას ზუგდიდში ეშინოდა სამოქალაქო საზოგადოების რეაქციის და ძალიან კარგად იციან, რომ ზუგდიდელები წინააღმდეგები არიან თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების,“ - განაცხადა ანა წითლიძემ.

მან აღნიშნა, რომ ეს მართული პროცესი იყო თავად სუს-ის მხრიდან. მან აღნიშნა, რომ საკრებულოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. მან აღნიშნა, რომ საკრებულოს თავჯდომარემ დამსწრე მოქალაქეებს სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცა.

დღის ამბები