19 აპრილი 2024,   22:24
ვრცლად
ეს შპარგალკა კი არ იყო, ეს იყო ნაწერი, სადაც მე ჩავინიშნე თითოეული ადამიანის კრიტიკული შენიშვნა - ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

„ეს შპარგალკა კი არ იყო, ეს იყო ნაწერი, სადაც მე ჩავინიშნე თითოეული ადამიანის კრიტიკული შენიშვნა,“ - ეს განცხადება არჩევანის პირდაპირ ეთერში ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ ფაცაციამ, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ე.წ. შპარგალკის თაობაზე საუბრისას გააკეთა.

სოციალ ქსელში გავრცელებულ ფურცელზე რამდენიმე საკითხი პუნქტებად იყო ჩამოწერილი.

„როდესაც ბატონმა ლევანმა, კონკრეტულად ვიძახი, სად იყავითო, როდესაც ვხრავდით ამ ბიუჯეტსო და ა.შ. იქ ჩანიშვნა გავაკეთე, თქვენ რას აკეთებდით, ასე უდნა შემებრუნებინა. აწი თქვენ როგორც გინდათ, ისე გაიგეთ. რაც შეეხება მაფიოზობას, თქვენ ძალიან კარგად იცით ყველაზე დიდი მაფიოზი სად იმალება,“ - განაცხადა თამაზ ფაცაციამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები