თვითმმართველობის საკითხებში ექპერტი, თენგიზ შერგელაშვილი, აცხადებს, რომ თვითმმართველი ერთეულების შექმნის საკითხზე 2014 წელს თავად ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, აქტიურად იყო ჩართული და ამის თაობაზე არაერთი შეხვედრა და განხილვა გაიმართა.
ამის თაობაზე მან გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
ექპერტის თქმით, დღეს ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ თვითმმართველი ერთეულების რაოდენობის გაზრდა თავის დროზე ნაჩქარევი ნაბიჯი იყო, ცდებიან.
„ახლა რამდენიმე ადამიანი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას ლობირებს, მე ვფიქრობ, რომ სუბიექტური დამოკიდებულება აქვს და ამ შემთხვევაში გამოვყოფდი პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლის როლი მაშინ იყო ფრიად გაურკვეველი. ის 2013 წელს ეწინააღმდეგებოდა ამ პროექტს და ახლა ცდილობს, შემოაბრუნოს ეს სიტუაცია,“ - განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.
მისი თქმით, რეფორმა, რომლის მიხედვით, ქალაქებს თვითმმართველი ქალაქის სტატუსს ართმევენ, სახელმწიფოს ბიუჯეტს ვერ დაზოგავს.
თენგიზ შერგელაშვილი ფიქრობს, რომ თვითმმართველის ქალაქის სტატუსის 7 ქალაქისთვის ჩამორთმევა სარგებელს არავის არ მოუტანს.