20 ოქტომბერი 2019,   05:56
ვრცლად
გორის საკრებულოს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე თვითთმართველობის რეფორმას მიესალმება

გორის საკრებულოს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ლიანა ჩლაჩიძე, აღნიშნავს, რომ გაერთიანებული მუნიციპალიტეტების შემთხვევაში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

„მე ძალიან მაინტერესებს, ვინ უშლის ხელს გაერთიანებულ მუნიციპალიტეტს, რომ განახორციელოს ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც მეტად საჭირო და აუცილებელია იმ რაიონისთვის,“ - განაცხადა ლიანა ჩლაჩიძე.

კამათი არჩევანის ეთერში თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას მოჰყვა. ოპონენტებმა აღნიშნეს, რომ, თუ აქამდე არ მოსწონდათ არსებული სისტემა, რატომ არ მიიღეს რამდენიმე წლის წინ.

ოპოზიციის წევრები აღნიშნავენ, რომ ამ რეფორმით ხალხს არჩევის უფლება ერთმევათ. 

დღის ამბები