18 ოქტომბერი 2019,   01:51
ვრცლად
მცხეთის ისტორია იცით?! - ცხარე კამათი არჩევანის სტუდიაში

„თუ ჩვენი მოქალაქეები ვერ იღებეს საჭირო სერვისებს, მაშინ რატომ არიან ისინი ვალდებული, ერთ შენობაში მჯდარი 2 ადმინისტრაცია შეინახონ?“ - ეს განცხადება მცხეთის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მიხეილ ბუჯიაშვილმა, არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.  

ის აცხადებს, რომ მცხეთას საკუთარი ხარჯების დასაფარად საკმარისი თანხა არა აქვს.

ამ საკითხზე არჩევანის სტუდიაში მხარეებს შორის ცხარე კამათი დაიწყო. ოპოზიციის განცხადებით, მმართველ გუნდს ქვეყანა უკან მიჰყავს.

„მცხეთის ისტორია იცით?!“ - ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ბოტკოველმა, უმრავლესობის წევრები მცხეთისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევისთვის გააკრიტიკა.

დღის ამბები