19 აპრილი 2024,   14:01
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ უმრავლესობას არ უნდოდა ამ გადაწყვეტილების მიღება - ახალციხის თვითმმართველობა

„მე ამას ვუწოდე სამარცხვინო სხდომა,“ - ეს განცხადება ახალციხის საკრებულოს ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა, მალხაზ გიქოშვილმა, არჩევანის პირდაპირ ეთერში, თვითმმართველი ქალაქების სტატუსის ჩამორთმევის საკითხზე გააკეთა.

მისი თქმით, ხელისუფლებისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შეჩერება უმრავლესობას არჩევნების მოსაგებად სჭირდება.

ახალციხის საკრებულოს ქართული ოცნების წევრმა, დავით ლომიძემ, კი განაცხადა, რომ საკრებულოს მთავრობა მეტ უფლებამოსილებას აძლევს, რათა ქალაქს რეალური თვითმმართველობის საშუალება ჰქონდეს. მისი თქმით, უმრავლესობას ეს გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღო.

ევროპული საქართველოს წევრის, მალხაზ გიქოშვილის, თქმით, ქალაქსა და სოფელს სრულიად სხვადასხვა საჭიროებები აქვს.

მისი განცხადებით, ახალციხის საკრებულოს უმრავლესობას თავად არ სურდა თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმება.

„ბატონ დავით, არ ვეკამათები იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ამ კაცს არ უნდოდა ამ გადაწყვეტილების მიღება,“ - განაცხადა მალხაზ გიქოშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები