19 აპრილი 2024,   12:52
ვრცლად
თვითმმართველი ქალაქების სტატუსის გაუქმებაზე კამათი - ოპონენტებმა სხვა ქვეყნების მაგალითები მოიყვანეს

გორის საკრებულოს ლეიბორისტული პარტიის წევრმა, ზაზა მეზვრიშვილმა, თვითმმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე არჩევანის ეთერში ისაუბრა. მან მმართველი გუნდის არგუმენტები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნების მაგალითი მთავარი არგუმენტი არ უნდა იყოს ქართული ოცნების მხრიდან.

მან ლიტვის დეპუტატების არგუმენტები მოიყვანა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში თვითმმართველი ქალაქები აღარ არის, ისინი მაინც არ მიესალმებიან ამ რეფორმას.

„თქვენ ამას ვერ ასცდებით იმიტომ, რომ ჩვენ ეს კი არ გვინდა, როგორც დეპუტატებს, მაგრამ, როგორც ხალხს, უბრალო მოქალაქეებს, გვინდა, რომ იყოს თვითმმართველი ქალაქი,“ - აცხადებს ზაზა მეზვრიშვილი.

ლეიბორისტული პარტიის წევრის ამ არგუმენტს არჩევანის ეთერში კამათი მოჰყვა. მმართველი გუნდის წევრებისთვის მსგავსი მაგალითი მიუღებელია.

"თქვენ ახლა ადარებთ 10 მილიონიან ბიუჯეტის მქონე მუნიციპალიტეტებს ლიტვას?“ - უპასუხა ოზურგეთის საკრებულოს წევრმა, ლელა საჯაიამ.

გორის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, მინდია გოდერძიშვილი, მმართველ გუნდს მოსახლეობასთან დიალოგისკენ მოუწოდებს.

გორის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წევრის, მარლენ ნადირაძის, განცხადებით, მთავარი ციკლიდან ციკლამდე ცვლილებების ჩატარებაა და მუნიციპალიტეტები ხელოვნურად არ უნდა იყოს დაყოფილი. მან ოპონენტები პოლიტიკურ თამაშში დაადანაშაულა. 

დღის ამბები