23 აპრილი 2024,   21:29
ვრცლად
გაერთიანებული საემიროების გადაწყვეტილებას ქართველი დეპუტატისთვის პატიმრობის შეფარდებაზე, პარლამენტში კრიტიკულად აფასებენ

გაერთიანებული საემიროების სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გელა მიქაძითვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, მოულოდნელი აღმოჩნდა დეპუტატის თანაპარტიელებისთვის.

პატრიოტთა ალიანსი სასამართლოს გადაწყვეტილებას "ერთპიროვნულს და არასამართლიანს" უწოდებს.

„სარჩელი გადატანილ იქნა ერთპიროვნულად ჩვენი ქვეყნიდან საემიროებში და  ერთ პიროვნების მიერ, ერთ შეიხის მიერ, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს საქმის მხარესაც და მოსამართლესაც, მიღებულ იქნა ერთპიროვნული გადაწყვეტილება და არასამართლიანი გადაწყვეტილება,“-განაცხადა პატრიოტთა ალიანსის აღმასრულებელმა მდივანმა გოჩა თევდორაძემ.

მომხდარს ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მაქსიმალურად უნდა მოხდეს საქართველოს მოქალაქის დაცვა.

ქართულ ოცნებაში ვერ აკონკრეტებენ შეუწყდება, თუ არა პატრიოტთა ალიანსის წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება.

„მე ძალიან გული მწყდება, გელას ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ კარგის მეტი მასზე არაფერი გამიგია. ვფიქრობ საქართველომ შეძლებისდაგვარად თავისი სამართლებრივი რესურსი უნდა გამოიყენოს და დაიცვას საქართველოს მოქალაქე,“-აცხადებს გია ვოლსკი.

ამავე თემაზე
დღის ამბები