20 აპრილი 2024,   15:09
ვრცლად
მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული მილიონიანი ქონება-"საია" პროკურატურას გამოძების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართავს 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ძმისთვის მილიონიანი ქონების გადაცემაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

არასამთავრობო ორგანიზაცია მთავარ პროკურატურას განცხადებით დღეს მიმართავს.

საია-ს იურისტები ამბობენ, რომ საქმე ეხება არა მხოლოდ კორუფციულ გარიგებას, არამედ სავარაუდო სამოხელეო დანაშაულსაც, რომლის გამოძიებაც უნდა მოხდეს.

არასმთავრობო ორგანიზაციას ასევე კითხვები აქვს მერიის შესაბამის უწყებებთანაც და ითხოვს დადგინდეს რა კავშირი შეიძლება არსებობდეს რუსთავის 2-ის საქმესა და ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემულ ქონებას შორის.

„მივმართავთ მთავარ პროკურატურას ოფიციალურად განცხადებით, დაიწყოს გამოძიება. თუ გამოძიება უკვე დაწყებულია, მაშინ ჩვენი მოთხოვნაა მოგვაწოდოს ინფორმაცია რომელი მუხლით არის დაწყებული. აქ საუბარია მერიის მაღალჩინოსნებზე, ქონების მართვის სამსახურზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა კავშირი შეიძლება არსებობდეს ამ ყველაფრის რუსთავი 2-ის საქმესთან,“-განაცხადა სულხან სალაძემ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები