24 აპრილი 2024,   22:38
ვრცლად
ეს დანაშაული ასე მარტივად არ შერჩება - ლაშა თორდია კადრების გავრცელებაში ირაკლი შოთაძეს ადანაშაულებს

გენერალური აუდიტორი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

საუბარია კადრებზე, რომელიც ერთ-ერთმა ფეისბუკ მომხმარებელმა სოციალურ ქსელში გავრცელდა და რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთ ბარში სათვალთვალო კამერით გადაღებული ჩანაწერია.

გამავრცელებლის ინფორმაციით, კადრებში ასახულია როგორ ესხმის თავს თორდია მოქალაქეს. გენერალური აუდიტორი მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებებზე საუბრობს  და კადრების გავრცელებაში პირადად საქართველოს მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ადანაშაულებს.

ლაშა თორდიას განცხადებით, გავრცელებული ვიდეოჩანაწერი, საქართველოს მთავარ პროკურორს პირადად ჰქონდა და აჩვენებდა გარკვეულ პირებს.

„ამ ვიდეოსთან დაკავშირებით და ზოგადად სხვა საკითხებთან დაკავშირებით, პირველივე დღეებში გაისმა მუქარა ოთარ ფარცხალაძის განცხადებაშივე და შემდეგ მისი ადვოკატების მხრიდანაც. ეს მუქარა მას აღუსრულა ირაკლი შოთაძემ.

"ნათელია უკვე, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა არის იმისათვის, რომ ოთარ ფარცხალაძე გამოიყვანონ ამ მდგომარეობიდან და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მალე მიშა ჩოხელსაც ვიხილავთ თავგახეთქილს, იმიტომ, რომ შემდგომ თქვან, რომ მე მას თავი გავუტეხე და სულ  ასეთ ფორმატში იქნება ურთიერთობა.

"ძალიან ნათელია ჩემთვის უკვე სურათი, მაგრამ მე პირდაპირ ვეუბნები ირაკლი შოთაძეს, რომ მას ეს დანაშაული, რომელიც მან პირდაპირ ჩაიდინა და ვიდეოჩანაწერებით მანიპულირება დაიწყო, მას ნამდვილად არ შერჩება ასე მარტივად,“-განაცხადა ლაშა თორდიამ.

დღის ამბები