20 აპრილი 2024,   15:56
ვრცლად
კონგოში დატყვევებული ქართველი შესაძლოა, დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკებას ემსხვერპლა

კონგოში დატყვევებული ქართველი იოსებ ოსურაული შესაძლოა, დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკებას ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში დაკარგულის ძმას მიაწოდეს.

„ამ ინფორმაციასაც არ ვეყრდნობით, იქიდან გამომდინარე, რომ არავინ არ ადასტურებს. უნდა დაველოდოთ მოვლენებს, რომ რამე კონკრეტული დაიდოს,“ - აღნიშნავს იოსებ ოსურაულის ძმა გიორგი ოსურაული.

ცნობას ამ დრომდე არც გაერო და არც კონფლიქტში ჩართული მხარეები არ ადასტურებენ. განცხადება ამ თემაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტროში გაკეთდა.

„დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოხდა შეტაკება, რომელსაც მოყვა მსხვერპლი და სამწუხაროდ, შესაძლოა იოსებ ოსორაულიც იყოს მათ რიცხვში. ამ ინფორმაციის მიღებისთანავე, ჩვენ ყველა მხარეს, კონგოს მხარეს, გაეროს, წითელ ჯვარს ვთხოვეთ დადასტურება. დღეისათვის დასტური არ გვაქვს არცერთი მხარისგან,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ.

საქართველოს მოქალაქე კონგოელმა მებრძოლებმა თვეების წინ გაიტაცეს. ამის შემდეგ მისი ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აღარაფერი იყო ცნობილი.

დღის ამბები