19 აპრილი 2024,   17:38
ვრცლად
31 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება

31 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება.

ფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში მოხვდა 19 ქვეყნის კინოსკოლის 38 ფილმი, მათ შორისაა, აშშ, გერმანია, არგენტინა, იტალია, ჩინეთი, საფრანგეთი, ფინეთი და სხვა ქვეყნები.

დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც 4 ივნისს გაიმართება, გამარჯვებულები საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ნომინაციებში გამოვლინდებიან. ასევე გაიცემა ჟიურის სპეციალური პრიზი და დიპლომები.

დღის ამბები