18 აპრილი 2024,   14:41
ვრცლად
კონგოში დატყვევებული ქართველის ახლობლები საგარეო უწყებას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ

ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში სოსო ოსორაულის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ქართველი მფრინავის ახლობლები საგარეო საქმეთა სამინისტროს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ოსორაულის შესაძლო დაღუპვის შესახებ ცნობა, უწყებამ დღევანდელ აქციას საგანგებოდ დაამთხვია.

შეკრებილებმა საქართველოს მთავრობის სახელზე სპეციალური მიმართვა შეიმუშავეს. ისინი მფრინავის საქმის დროულ შესწავლას ითხოვენ.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაცია საეჭვოდ მიგვაჩნია, უარყოფითი ემოცია გამოიწვია. ლაპარაკობენ ისეთ ფაქტებს, რომლებიც საერთოდ არ იციან და უბრალოდ თავის ინტერპრეტაციით ყავს მოყვანილი,“ - განაცხადა ქვემო ალვანის მცხოვრებმა სოსო ბაბოლაიძემ.

საქართველოს მოქალაქე კონგოელმა მებრძოლებმა თვეების წინ გაიტაცეს. ამის შემდეგ მისი ადგილსამოფელისა და ჯანმრთლოების მდგომარეობის შესახებ აღარაფერი იყო ცნობილი.

დღის ამბები