25 აპრილი 2024,   09:15
ვრცლად
ოპოზიცია ხელისუფლებას გენერალური აუდიტორის დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს

ოპოზიცია ხელისუფლებას გენერალური აუდიტორის დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს. საპარლამენტო პარტიები დარწმუნებული არიან, რომ 6 თვის წინანდელი კადრების გავრცელება მმართველი გუნდის ორგანიზებული აქციაა.

ნაციონალური მოძრაობა სახელმწიფო უწყებების მხრიდან ლაშა თორდიას წინააღმდეგ დაწყებულ შანტაჟზე საუბრობს და პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს მოწვევას ურჩევს.

ოპოზიცია მოითხოვს, რომ ყოფილ მთავარ პროკურორსა და თბილისის მერიას შორის შესაძლო დანაშაულებრივი გარიგებებიც და ლაშა თორდიას წინააღმდეგ წამოწყებული კამპანიაც უშიშროების საბჭოზე და პარლამენტში მსჯელობის საგანი გახდეს.

დედაქალაქის მუნიციპალიტეტთან გარიგების დეტალებზე, რომელიც გენერალური აუდიტორის განცხადებით, მასზე თავდასხმის მიზეზი გახდა, საუბარი არ სურს აუდიტორობის მომავალ კანდიდატს, თბილისის მერს. დავით ნარმანია გამოძიების დასრულებას ელოდება.

მმართველ გუნდში კი, ლაშა თორდიას პოლიტიკური სპეკულაციების მოწყობაში ადანაშაულებენ.

საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, გავრცელებული ვიდეო მასალით ხელისუფლება ფარცხალაძის დანაშაულის და მერიასთან გაფორმებული საეჭვო გარიგებების გადაფარვას ვერ შეძლებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები