19 აპრილი 2024,   19:31
ვრცლად
მანჩესტერში მოწყობილი ტერაქტი ერთი ადამიანის მიერ არ იყო ორგანიზებული - ქალაქის პოლიცია

მანჩესტერის სტადიონზე მოწყობილი ტერაქტი ერთი ადამიანის მიერ არ იყო ორგანიზებული. ქალაქის პოლიცია ადასტურებს, რომ გამოძიება დანაშაულებრივი ქსელის გამოსავლენად მიმდინარეობს. სამართალდამცველებს ამ დროისთვის 4 ეჭვმიტანილი ჰყავთ დაკავებული, მათ შორის თვითმკვლელი ტერორისტის სალმან აბედის უფროსი ძმა. თავად აბედი მანჩესტერში ტერაქტის მოწყობამდე რამდენიმე დღით ადრე ლიბიიდან დაბრუნდა.

თავდასხმის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე კრიტიკულ ზღვრამდე გაზარდეს. დღეიდან სტრატეგიულ ობიექტებს ქვეყანაში სამხედროები იცავენ. ტერაქტს 22 ადამიანი ემსხვერპლა, 64 დაშავებულიდან 20 კი, ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ამავე თემაზე
დღის ამბები