19 აპრილი 2024,   20:45
ვრცლად
ტრაგედია ლიბიის სანაპიროსთან - დაღუპულია 30-ზე მეტი მიგრანტი

მორიგი ტრაგედია ლიბიის სანაპიროსთან. ნავი, რომლითაც 500-მდე ადამიანი მგზავრობდა, მოულოდნელად გადაიხარა, რის გამოც წყალში 200-მდე ადამიანი გადავარდა. იტალიის სანაპირო დაცვამ უმეტესობის გადარჩენა შეძლო, თუმცა 30-ზე მეტი ადამიანი დაიხრჩო. მათ შორის ბევრი სამ წლამდე ბავშვია.

გავრცელებული ცნობით, მიგრანტები იტალიის სანაპიროსთან მისვლას ცდილობდნენ. გაეროს მონაცემებით, წელს ევროპის ტერიტორიაზე გადასვლის მცდელობის დროს ხმელთაშუა ზღვაში ათას 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები