25 აპრილი 2024,   14:01
ვრცლად
გადასახადებისაგან თავის არიდება - პასუხისგებაში 16 საწარმოს 17 ხელმძღვანელი პირი მიეცა

სახელმწიფოს წინაშე არსებული გადასახადებისაგან თავის არიდების ბრალდებით საგამოძიებო სამსახურმა 16 საწარმოს 17 ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში მისცა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პასუხისგებაში მიცემული პირები, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში, საგადასახადო ვალდებულებებისა და ინვენტარიზაციის შედეგად დარიცხული ჯარიმების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ახდენდნენ ახალი, ფიქტიური საწარმოების რეგისტრაციას.

უწყების ცნობით, ხდებოდა მოჩვენებითი გარიგებით და საქონლის გადაწერის გზით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვა. 

საწარმოს ხელმძღვანელების მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზარალმა მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. 

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

დღის ამბები