23 აპრილი 2024,   18:02
ვრცლად
მანჩესტერ იუნაიტედი ევროპა ლიგის გამარჯვებულია

მანჩესტერ იუნაიტედი ევროპა ლიგის გამარჯვებულია. ფინალში ინგლისურმა კლუბმა ამსტერდამის აიქსი 2:0 დაამარცხა და ევროპა ლიგის ტიტული ისტორიაში პირველად მოიპოვა.

სტოკჰოლმში, "ფრენდს არენაზე" ანგარიში პირველ ტაიმში პოლ პოგბამ გახსნა. მატჩის მეორე ნახევარში კი მანჩესტერის უპირატესობა  ჰენრიხ მხითარიანმა გაზარდა. შედეგად იუნაიტედს უკვე ევროთასების ყველა ტიტული აქვს მოპოვებული.

ევროპა ლიგის ტიტულთან ერთად მანჩესტერ იუნაიტედმა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა.

დღის ამბები