19 აპრილი 2024,   05:38
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილი შრომითი უფლებების კონსტიტუციის დონეზე გაწერაზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტმა შრომითი უფლებების კონსტიტუციის დონეზე გაწერასა და შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საპრეზიდენტო კამპანია კონსტიტუცია ყველასიას ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„შეუძლებელია განიხილო ადამიანის შრომა, ადამიანის სიცოცხლე, ადამიანის ჯანმრთელობა, ისევე, როგორც შენ შეიძლება განიხილო რკინა, ნავთობი, ქვანახშირი და ა.შ. იმიტომ, რომ ეს ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებას... ერთდროულად დავიცვათ მშრომელთა უფლებები და ამავე დროს მივცეთ შესაძლებლობა კონკურენციას, აი ამ დილემის წინაშე ვდგავართ,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი ხელისუფლებას აკრიტიკებს, რადგან მისი თქმით, რეფორმების გატარების დროს მათი აზრი არ გაითვალისწინეს.

„ჩემი ჩართულობის გარეშე მიღებული რეფორმები ბუნებრივი გაუცხოებას იწვევს სახელმწიფოს მიმართ, უკმაყოფილებას იწვევს, უსამართლობას იწვევს. არ ვიცი ჩვენი შეხედულება რამდენად არის კომუნისტური, მაგრამ სურვილი ვისაც აქვს იმისა, რომ ორმა და სამმა კაცმა კულვარულად, უკაცრავად ამ ჟარგონისთვის, ჯიგრულად მოაგვაროს საკითხები, და მიიღოს გადაწყვეტილებები და შექმნას კანონები, მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო არის დაახლოებული იმ იდეოლოგიასთან“ - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა. 

დღის ამბები