19 აპრილი 2024,   03:18
ვრცლად
ხვალ დამოუკიდებლობის დღეა - ბოლო სამზადისი დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე 

ხვალ საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ბოლო სამზადისია.

ცოტა ხნის წინ, ვარდების მოედანზე, გალა კონცერტის გენერალური რეპეტიციისთვის მზადება დაიწყო. რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები თავიანთ სივრცეებში რუსთაველისა და ვეფხისტყაოსნის თემატურ ლოკაციებს აწყობენ.

თავისუფლების მოედანზე უკვე თითქმის დასრულებულია თავდაცვის სამინისტროს ღონისძიებებისთვის სცენის კონსტრუქციის აგება. ხვალ დილიდან, რუსთაველის გამზირზე მისულ სტუმრებს არაერთი საინტერესო სივრცე - გასართობი, შემეცნებითი, საბავშვო, საქველმოქმედო და სპორტული ღონისძიება დახვდება.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხვალ დილის 11:00 საათიდან დაიწყება. დღის კულმინაცია კი შოთა რუსთაველის თემატიკაზე აწყობილი გალა კონცერტია, რომელიც საღამოს 9:00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები