20 აპრილი 2024,   18:18
ვრცლად
ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ნახევარფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირზე წარმატებით თამაშს აგრძელებს. ბასილაშვილმა მეოთხედფინალში არგენტინელი ნიკოლას კიკერი დამაჯერებლად 6:3, 6:1 დაამარცხა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე 33 წლის ლეგენდარული ფრანგი ჩოგბურთელი, ჯო-ვილფრედ ცონგა იქნება, რომელიც რეიტინგში ამჟამად მე-13 პოზიციას იკავებს, თუმცა მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი მე-5 ადგილია და ATP-ის რანგის 14 ტიტული აქვს მოგებული.

ბასილაშვილი-ცონგას დაპირისპირება ხვალ, 26 მაისს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.

ამავე თემაზე
დღის ამბები