საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ლუკას პაპადემოსი, მანქანის აფეთქების შედეგად დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა.
შემთხვევის დროს მასთან ერთად მეუღლე და დაცვის წევრები იმყოფებოდნენ, რომელთა ნაწილი მსუბუქად დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.