19 მაისი 2019,   21:35
ვრცლად
დონალდ ტრამპმა წინ მდგომ მონტენეგროს პრემიერს ხელი ჰკრა და გვერდზე გაწია - თეთრი სახლი განმარტებებს აკეთებს

დონალდ ტრამპის ქცევა კიდევ ერთხელ გახდა განხილვის თემა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მის წინ მდგომ მონტენეგროს პრემიერს ხელი ჰკრა და გვერდზე გაწია. შემთხვევა ნატოს სამიტზე, კოლექტიური ფოტოს გადაღების დროს მოხდა.

ინცინდენტის ამსახველი კადრებს ინტერნეტში და მედიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა, რის გამოც უხერხული ინციდენტზე ოფიციალური კომენტარები გაკეთდა. თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა პროტოკოლით გათვალისწინებული ადგილი დაიკავა.

მონტენეგროს პრემიერმა კი აღნიშნა, რომ ამერიკელი კოლეგის საქციელი არ სწყენია. დუშკო მარკოვიჩმა განაცხადა, რომ ეს უწყინარი სიტუაცია იყო და შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის წინა რიგში დგომა ბუნებრივი მომენტია.

დღის ამბები