25 აპრილი 2024,   19:01
ვრცლად
ბათუმში მუსლიმებმა ღია ცის ქვეშ ილოცეს - ისინი მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვას ითხოვენ

ბათუმში მუსლიმებმა პარასკევის ტრადიციული ლოცვა ღია ცის ქვეშ აღავლინეს. ისინი იმ ადგილას მივიდნენ, რომელიც სამლოცველოს ასაშენებლად შეიძინეს, სალოცავის აშენების ნებართვა კი ბათუმის მერიამ არ გასცა.

ადგილზე შეკრებილების განცხადებით, ისინი მანამდე გააგრძელებენ ღია ცის ქვეშ ლოცვას, სანამ ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის განცხადებით, ინტენსიური კომუნიკაცია აქვთ მრევლთან და ძალიან მალე ერთობლივ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ქალაქის მერი, გიორგი ერმაკოვი, აღნიშნავს, რომ მერიამ მეჩეთის ამ ტერიტორიაზე აშენებაზე ნებართვა ქალაქის განაშენიანების გეგმიდან გამომდინარე არ გასცა.

პარასკევის ტრადიციულ ლოცვაზე მისული მუსლიმები აცხადებენ, რომ მეჩეთის აშენება ბათუმის ცენტრში მდებარე სალოცავის ზომის სიმცირემ გამოიწვია. მათი თქმით, მათ არ აქვთ ტერიტორია, სადაც რიტუალების შესრულების შესაძლებლობა ექნებათ.

დღევანდელ ტრადიციულ ლოცვას 200-ზე მეტი მუსლიმი ესწრებოდა.  

დღის ამბები