18 აპრილი 2024,   11:29
ვრცლად
რაბათი დასკვნითი ღონისძიებისთვის ემზადება - მაყურებელი დღის ბოლოს ქაჯეთის ციხის აღების იმიტაციას ნახავს

რაბათის ციხესიმაგრეში დამოუკიდებლობის დღისადმი  მიძღვნილი ღონისძიებები უკვე დაწყებულია. ტურიზმის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით რაბათის ციხესიმაგრეში რამდენიმე ლოკაციაზე ვეფხისტყაოსნიდან სხვადასხვა სცენარს გააცოცხლებენ.

„მსგავსი პრეცენდენტები მსოფლიოში ძალიან ბევრია, ტურისტული ატრაქციის შექმნა ასეთი ტიპის სცენების გაცოცხლებით და ჩვენც ვიწყებთ საქართველოში დამატებითი ატრაქციის შექმნას, რომელიც ერთნაირად საინტერესო იქნება როგორც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ასევე უცხოელი ტურისტებისთვის,“ - განაცხადა  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ.

ღონისძიებებს ქართველ მაყურებელთან ერთად უცხოელი სტუმრებიც ესწრებიან. ვეფხისტყაოსნის პერსონაჟების როლის შემსრულებლები მაყურებელს საინტერესო საღამოს ჰპირდებიან. დღეს რაბათში წარმოდგენები საღამოს 10:00 საათამდე გაგრძელდება. დასკვნითი სცენა კი ქაჯეთის ციხის აღება იქნება. 

 

ავტორი: შოთა დიმიტრიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები