19 აპრილი 2024,   20:46
ვრცლად
ეგვიპტეში კოფტი ქრისტიანების ავტობუსი დაცხრილეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

ეგვიპტეში კოფტი ქრისტიანების ავტობუსი დაცხრილეს. დაიღუპა 23 ადამიანი, 25 კი მძიმედ დაიჭრა. თავდასხმა კაიროდან 220 კილომეტრის დაშორებით მინიას პროვინციაში მოხდა.

მორწმუნეები წმინდა სამუელის მონასტერში მიდიოდნენ, როდესაც შეიარაღებულმა პირებმა ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს. მათი ვინაობა ამ დრომდე უცნობია.

ბოლო პერიოდში კოფტებზე არაერთი თავდასხმა მოხდა, რომლებზეც პასუხისმგელობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. 9 აპრილს ტერორისტებმა ორ ეკლესიაში აიფეთქეს თავი, რის შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა.

 

დღის ამბები