20 აპრილი 2024,   10:29
ვრცლად
27 მაისს პარტია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" პირველი ყრილობა გაიმართება

პარტია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო პირველი ყრილობისთვის ემზადება. 27 მაისს პარტია წესდებას დაამტკიცებს, ასევე აირჩევენ პოლიტსაბჭოს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, პარტიის თავმჯდომარეს და გენერალურ მდივანს.

ხვალინდელ ყრილობაზე იგეგმება თბილისის მერობის კანდიდატის დასახელებაც და კანდიდატურისათვის კენჭის ყრა.

“ევროპული საქართველო ხვალიდან იწყებს თბილისში უკვე წინასაარჩევნო კამპანიას. ჩვენ გვეყოლება ძალიან საინტერესო კანდიდატი, რომელიც რეალურად დაანახებს ჩვენს თანამოქალაქეებს ალტერნატივას თუ როგორი უნდა იყოს ხელისუფლება,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.  

სპორტის სასახლეში მზადება თითქმის დასრულებულია, ყრილობა 15:00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები