19 აპრილი 2024,   04:02
ვრცლად
სასამართლო ყადაღის მიუხედავად, მერიამ ბავშვთა სამყაროს დამწვარი შენობის დემონტაჟზე ნებართვა გასცა

თბილისის მერიამ ბავშვთა სამყაროს დამწვარი შენობის დემონტაჟზე ნებართვა გასცა, თუმცა როგორც ჩანს არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები არ იყვნენ ინფორმირებული, რომ ნაგებობას სასამართლოს მხრიდან ყადაღა ადევს. ხმაური და დაპირისპირება ხანძრის ადგილზე დღეს მას შემდეგ დაიწყო, რაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოების დაწყება სცადა.

დაზარალებულები აცხადებენ, რომ ყადაღის პირობებში, შენობის დარღვევის სამართლებრივი საფუძვლების არ არსებობს და მერია, შენობის მფლობელები და სამუშაოების შემსრულებელი კომპანია კანონს არღვევს. ხმაურის გამო სამუშაოები დღეს დროებით შეჩერდა, თუმცა განახლების შემთხვევაში, დაზარალებულები აქციების განახლებასაც აანონსებენ.

სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ყადაღის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ, ამიტომ ტენდერში გამარჯვების შედეგად აღებული ვალდებულებების შესრულებას და სამუშაოების გაგრძელებას გეგმავენ.

დაწყებული დემონტაჟით ირღვევა თუ არა კანონი - ამ საკითხს მერია და პროკურატურა არ გამოხმაურებია. ჯერ უცნობია, შეძლებენ თუ არა ყადაღის გამო, მფლობელები შენობის დაშლას.

დღის ამბები