19 აპრილი 2024,   15:25
ვრცლად
დავით ჯანდიერმა შესაძლოა სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვას

არ არის გამორიცხული, დავით ჯანდიერმა სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვას. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატს კითხვებს უჩენს მმართველი ძალის უპირატესობით დაკომპლექტებული შემადგენლობა და ის, რომ ამ დრომდე უცნობია, რატომ ან ვისთვის გაახანგრძლივა კომისიამ კონკურსის ვადა. 14 მარტიდან 14 აპრილამდე დამატებული კანდიდატების ვინაობა ამ დრომდე არ ხმაურდება.

კომისიის შემადგენლობა და უკვე მეორედ სუბიექტური გადაწყვეტილებების მოლოდინი აღმოჩნდა გიორგი პაპუაშვილისთვის კანდიდატურაზე უარის თქმის საფუძველი. საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ის ერთ წლის წინ პოლიტიკური მოტივების გამო დაბლოკეს და ამ დრომდე კომისიის შემადგენლობა კი ამ მხრივ არ შეცვლილა.

კომისიის თავმჯდომარე კანდიდატთა პრეტენზიებს არ პასუხობს. ხვალ და ზეგ კონკურსის უკვე 23 მონაწილესთან გასაუბრება გაიმართება. კანდიდატებს შორის არიან ლადო ჭანტურია, შოთა გეწაძე, თამარ ალანია, ნინო ბაქაქური, სოფო ჯაფარიძე. კანდიდატთა ნაწილი პაპუაშვილის და ჯანდიერის განცხადებებს კომისიის შემადგენლობის შესაძლო სუბიექტურობაზე არ იზიარებენ.

შეგახსენებთ, რომ გასაუბრების შემდეგ კომისია საუკეთესო ქულების მქონე კონკურსის 5 მონაწილეს შეარჩევს, ხუთეულიდან სამს კი მთავრობა შეარჩევს და სია სტრასბურგში გაიგზავნება.

დღის ამბები