18 აპრილი 2024,   05:22
ვრცლად
ოფიციალური პირები და მთავრობის წევრები 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე იმყოფებიან

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, თუმცა ამ წუთებში მთაწმინდაზე უამრავი სტუმარია შეკრებილი. ოფიციალური პირები მთავრობის წევრები და პოლიტიკოსები 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე იმყოფებიან. ღონისძიებაზე დამსწრეებს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ისაუბრა.

“მეოთხედი საუკუნის წინ ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა და ამითი მრავალი თაობის, ქართველების ოცნება ავასრულეთ. მიზანი თითოეული მოქალაქის, რომ ეცხოვრა დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოში. დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ, ამ გზაზე მრავალი პოლიტიკურ, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევა, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მიუხედავდ სირთულეებისა ჩვენ განუხრელად ვავითარებდით ჩვენ ქვეყანას როგორც დემოკრატიულ, დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებულ, თავისუფალ სახელმწიფოს,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

ღონისძიებას ასევე ესწრება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იან კელი.

“დიდებული დღეა საქართველოსთვის, დღევანდელ ცერემონიალში მონაწილეობა მივიღე და ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო. ამ დღეს განსაკუთრებით იგრძნობა უზარმაზარი თავისუფლების შეგრძნება. ქართველებს და ამერიკელებს შორის ეს დიდი კავშირების მიზეზი ვფიქრობ ის არის, რომ ორივეს უყვარს თავისუფლება და უნდათ იყვნენ დამოუკიდებლები. მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე,“  - განაცხადა იან კელიმ.     

დღის ამბები