20 აპრილი 2024,   17:17
ვრცლად
რუსეთი ესტონეთს, მისი დიპლომატების გაძევების გამო, სანქციებით ემუქრება

კრემლი ესტონეთის საგარეო უწყების გადაწყვეტილებას, რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ, "პროვოკაციულსა" და "დაუსაბუთებელს" უწოდებს და საპასუხო ზომებით იმუქრება.

ამის შესახებ საგანგებო განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, სადაც ნთქვამია, რომ მომხდარი მხოლოდ ადასტურებს ესტონეთის მთავრობის დესტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება მეზობელ ქვეყნებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ინტერესებს. 

„ტალინის ამ ნაბიჯს განვიხილავთ, როგორც პროვოკაციულსა და დაუსაბუთებელს. რა თქმა უნდა, ეს არ დარჩება ადეკვატური პასუხის გარეშე. ესტონეთის ხელისუფლების მიერ ღია მტრული აქცია კიდევ უფრო გაართულებს ორმხრივ ურთიერთობებს, რომელიც ტალინის მიერ ისედაც ჩიხშია მოქცეული,“ - ნათქვამია განცხადებაში. 

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის გენერალურ კონსულს, დიმიტრი კაზენოვს და კონსულს, ანდრეი სურგაევს, ნოტა გადასცა, რომლის მიხედვითაც, მათ ესტონეთი უნდა დატოვონ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები